ღონისძიებები და სერვისები
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი მუდმივად აწყობს სხვადასხვა სახის ღონისძიებას,
რომელთა მიზანია იაკობის ღვაწლისა და ეროვნული ფასეულობების პოპულარიზაცია,
მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა და გაძლიერება. კერძოდ,
"დედაენის დღე"
14 აპრილს, მუზეუმი აღნიშნავს „დედა ენის“ დაცვის დღეს, რომელიც 1976 წლიდან მთელ ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა განსაკუთრებულია მუზეუმისთვის, რადგან იაკობ გოგებაშვილმა შეიმუშავა საანბანე სახელმძღვანელოს მეთოდი, რომელიც უნიკალურია თავისი მნიშვნელობითა და მეთოდოლოგიით. „დედა ენას“ მინიჭებული აქვს კულტურული არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და 2015 წლიდან, იგი განსაზღვრულია ეროვნულ კატეგორიაში.
"მუზეუმების საერთაშორისო დღე"
გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, ყოველი წლის 18 მაისს, უერთდება მუზეუმების საერთაშორისო დღეს და მას სხვადასხვა თემატური გამოფენითა და ღონისძიებით აღნიშნავს. ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ამ დღეს მუზეუმში ვიზიტი უფასოა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.
"იაკობობა"
1971 წლიდან, 17 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტში აღინიშნება სახალხო
დღესასწაული „იაკობობა“, მათ შორის სოფელ ვარიანსა და სახლ-მუზეუმში.
ღონისძიების მიზანია ადგილობრივ აუდიტორიას აუმაღლოს ცნობიერება იაკობის
შემოქმედებისა და საქმიანობის მნიშნველობის შესახებ. ასევე, მოახდინოს სწორი
ფასეულობების, მათ შორის თავისუფლების, დამოუკიდებლობის პოპულარიზაცია
მომავალ თაობებში.
აღნიშნულ ღონისძიებებზე დასწრება და მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ასევე, მუზეუმი მზადაა ითანამშრომლოს საინტერესო საიხლეებთან და ინიციატივებთან.