top of page

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის შესახებ

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი შიდა ქართლის მხარეში,  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, 1958 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა.


მუზეუმის მისიაა პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოს ისტორიულ, ეროვნულ და
კულტურულ ფასეულობებს; მოახდინოს იაკობ გოგებაშვილის კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის დაცვა, შენახვა და პოპულარიზაცია.


სახლ-მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს კულუტურულ მემკვიდრეობას და შესაბამისი სტატუსი მას 2018 წელს მიენიჭა. ხოლო, 2019 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მუზეუმი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაში შევიდა. სახლ-მუზეუმი მოიცავს იაკობის საცხოვრებელ სახლსა და ეზოს, პირველ სკოლას, რომელიც მან 1900 წელს დაარსა, საექსპოზიციო დარბაზსა და ფონდების საცავის შენობას.


2024 წლის მონაცემებით სამუზეუმო ფონდში დაცულია და ინახება 1716 ექსპონატი. მათ შორის, იაკობ გოგებაშვილის მემორიალური ნივთები (56 ერთეული), XIX და XX საუკუნის წიგნები, ფოტო-მასალა, ჟურნალ-გაზეთები და სხვადასხვა სახის პუბლიკაცია, ფერწერული ტილოები და სხვა. მუზეუმში ინახება ელენე ახვლედიანის, ვახტანგ ჯაფარიძის და სხვა მხატვრების ნამუშევრები.


იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი ღიაა თანამშრომლობისთვის და საინტერესო ინიციატივებისთვის. თუ გსურთ ღონისძიების გამართვა, სამუზეუმო სივრცის გამოყენება კულტურული და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ მუზეუმის სოციალური ქსელის ან/და ელ.ფოსტის საშუალებით.

საკონტაქტო

მუზეუმი ღიაა ვიზიტორებისთვის
ყოველდღე, ორშაბათის გარდა.

 

სამუშაო საათებია
დილის 10:00 საათიდან
საღამოს 18:00 საათამდე

598 657 263

bottom of page